31 აგვისტოს სენაკის საკრებულო ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმეტის საკითხს დააყენებს

sakrebuloროგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი 31 აგვისტოს, სენაკის საკრებულო მოქმედი თავმჯდომარის ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმეტის საკითხს დააყენებს. დღეს სენაკის საკრებულუში 24 საკრებულოს წევრის განცხადება შევიდა , სადაც საკრებულოს წვრები უნდობლობას უცხადებენ ხვიჩა ჯიშკარიანს.

როგორც ჩანს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ხვიჩა ჯიშკარიანის,(რომელიც გახლავთ ქალაქ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნებიდან) წინააღმდეგ ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ” დაიწყო გადაყენების პროცედურა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ღაიბაშვილის სახელით სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს გადადგომა მოსთხოვეს.”რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონების ხელმძღვანელი დიტო სამხარაძე და მითხრა: “პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, განცხადება უნდა დაწერო და გადადგე”.დიტო სამხარაძე ხელმძღვანელობის სახელით მესაუბრა. რატომ უნდა გადავდგე ამის მიზეზი არ უთქვამს, მაგრამ ალბათ, მიზეზი ის არის, რომ ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, ჩემმა რეიტინგმა აიწია, რაიონში პროექტები განვახორციელეთ და ვიღაცას ეს არ მოეწონა. აი ეს არის მიზეზი იმისა, რომ ცდილობენ ჩემს ჩამოცილებას”. – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

sakrebulosakrebulooo

banner
წინა სტატიაშითბილისში დენის ახალი ტარიფი 18 დეკემბრამდე გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: რუსები, აფხაზები, სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტაც გააკეთებენ განცხადებებს, რომელიც კრემლში იწერება