,,300.000 კაცის სიკვდილზე პასუხისმგებელი ასადია,, პან გი მუნი

14625266_654855781341279_468364591_nგაერო-ს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, სირიაში დაღუპულ 30.000-მდე ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი სირიის რეჟიმის ლიდერი ბაშარ ასადია…
,,იმის გამო, რომ მან (ასადმა რედ.) თავი ვერ გამოავლინა როგორც ლიდერმა, დაიღუპა 300.000-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც მოუწოდა სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რუსეთის ხელისუფლებას, რომ აღადგინონ სირიაში მშვიდობის რეჟიმი, რათა გაერო-მ შესძლოს სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა მოსახლეობისათვის…
,,ჩვენ უნდა ჩავუტანოთ დახმარება მინიმუ 5 მილიონ ადამიანს, რომლებიც ალყაშემორტყმულ და რთულად მისასვლელ რაიონებში არიან,, განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
პან გი მუნმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ გაერო-მ უფრო ადრე არ იზრუნა ალეპოსთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე და განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ შეეცდებიან მიზანს მიაღწიონ… გენმდივანმა პარალელურად მოუწოდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ დაიწყონ სირიაში სამხედრო დანაშაულების გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ენმ-ის გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილია
შემდეგი სტატიამელანია ტრამპმა მეუღლის მიერ ქალების მიმართ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა