30 მაისს სამტრედიას და ხონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით, 30 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება დასავლეთ საქართველოს ორ რაიონს, სამტრედიასა და ხონს შეეზღუდება.

როგორც ”თაიმერს” ”ენერგო პრო ჯორჯიადან” აცნობეს, 30 მაისს, გამთენიისას, 02:00-დან 06:00 საათამდე სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე, ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიის მოთხოვნით, სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება სამტრედიის რაიონში 27 000 აბონენტს, ხონის რაიონში კი 10 000 აბონენტს შეუწყდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ყველა გათიშულ აბონენტს აღუდგება.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქმა ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივება სთხოვა
შემდეგი სტატია,,ეს თავხედური ფარსია” – პაპუნა დავითაის განცხადებით წულუკიანმა სააკაშვილის დროინდელი მიღწევა მიითვისა