რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს. მასწავლებლები და დირექტორი სკოლაში უკვე შევიდნენ.
სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ცოტა ხნის წინ შევიდა. პოლიციამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განახორციელა. სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.