3 დეკემბერს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სმინისტრო იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს.

როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, უკვე სამი წელია უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენს და ამ მიმართულებით სამინისტრო წლის განმავლობაში პროექტებს ახორციელებს.

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა ღონისძებებს იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით ღონისძიების მიზანია, წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კულტურულ-შემოქმედებითი მიმართულების პოპულარიზაცია, სტიგმასთან ბრძოლა. ასევე, რეგიონებში მცხოვრები შშმ პირების გააქტიურება.

ღონისძიებებში ჩაერთვებიან შშმ პირები საქართველოს რეგიონებიდან. პროექტის ძირითადი მესიჯია: არა ბარიერებს! არა შეზღუდვებს!

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 42 შეკვრა ე.წ.ბიო ამოიღო
შემდეგი სტატია,,ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კომპანიებს გაეგზავნათ მოთხოვნა საუკეთესო შემოთავაზების შემოტანაზე”