3 ათსამდე თურქეთელმა ქართველმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა+ ფოტო

31 მა1535673_1641651189380307_9137795306492106157_nისს, სტამბოლიდან 150კმ დაშორებით საქარიას რეგიონში ულამაზეს ტყე პარკში 3 ათსამდე თურქეთელმა ქართველმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა.საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკების გარემოცვაში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ქართველებმა კიდევ ერთხელ გაიხსენებს საკუთარი წარმომავლობა და ზეიმით აღნიშნეს 26 მაისი, იყო ქორეოგრაფიული ანსამბლები და ქართული ცეკვა სიმღერა, აღინიშნა ისიც რომ თურქეთის სახელმწიფო ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე ხელს არ უშლის ქართველებს საკუთარი იდენტობა შეინარჩუნონ.

დღესასწაულს ქართული დელეგაციაც ესწრებოდა: წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, რომელმაც მიმართა თურქეთელ ქართველებს,  უნივერსიტეტის პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი, საქართველოს დიასპორის წარმომადგენელი თემურ თართარაშვილი. ღონისძიებას სტამბოლში საქართველოს კონსული ესწრებოდა. სერგო ვარდოსანიძე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ რომ ჩვენი ქართველობა საკუთარ ფესვებს არ მოწყდეს, ეს არის უნიკალური დღე, რადგან ვხედავთ სხვა სახელმწიფოში ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებობის დღის ასე ფართო მასშტაბით აღნიშვნას, რაც უფრო მეტად გვავალდებულებს რომ ყურადღება გამოვხატოთ”.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო სტამბოლში ქართული ხელოვნების სახლი და მისი დამაარსებელი გიორგი ირემაძე.

11239621_1641651276046965_258317677852628167_n

” ჩემთვის მთავარია, რომ ქართველობა იყოს ერთად და მათ ქონდეთ შესაძებლობა რომ ქართველობა შეინარჩუნონ ამხელა სახელმწიფოში, თუმცა ბევრად კარგი იქნება თუ ამ საქმეში მეტი ინვესტიცია ჩაიდება”

ღონისძიებაქზე იყვნენ სხვადასხვა თურქული უნივერსიტეტებიდან ქართული ენისა და ლიტერატურის ცენტრებიც, რომლის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ რომ აუცილებელია თურქეთელი ქართვლებისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელოები რომლითაც ისინი ისწავლიან მშობლიურ ენას.
ღონისძიებამ გვიანობამდე გასტანა და, ამ დღის შესახემ ტელეკომპანია ერთსულოვნება დოკუმენტურ ფილმს ამზადებს რომლის წარმომადგენლებიც ერთი კვირის განმავლობაშ იმყოფებოდნენ თურქეთში და ეცნობოდნენ თურქეთელი ქართველების ცხოვრების ადათწესებს.

10305598_1641651412713618_1976536522006028127_n 10502428_1641651379380288_200231354035485271_n 11017683_1641651242713635_1806477872321421551_n 11206084_1641651299380296_3005679922245344518_n

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაშოთა მალაშხია – “ნაციონალური მოძრაობა” “აფხაზთა კრებასთან” ერთად დევნილების მძლავრი მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს