3 ათასზე მეტი მოქალაქე გამოემგზავრა ზუგდიდან

3 ათასზე მეტი მოქალაქე გამოემგზავრა ზუგდიდან

3 ათასზე მეტი მოქალაქე გამოემგზავრა ზუგდიდან“3 ათასზე მეტი მოქალაქე გამოემგზავრა ზუგდიდან. მთლიანობაში აქციაზე სამეგრელოდან 5 ათასზე მეტი ადამიანი იქნება წარმოდგენილი”, – განუცხადა ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თენგიზ გუნავამ.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამარშუტო ტაქსის მძღოლებზე გარკვეული სახის ზეწოლებს, თუმცა, გუნავას თქმით, მათ ხალხის წაყვანა მაინც მოახერხეს.
გუნავას ინფორმაციით, დღეს დილით გამგზავრებასთან დაკავშირებით შეფერხება იყო ხობში, კერძოდ მისი თქმით საპატრულო პოლიციამ ავტომობილი გააჩერა და 4 ადამიანი ჩამოსვა.

banner
წინა სტატიაშითბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით – აცხადებს პრემიერმინისტრი
შემდეგი სტატიალევან იზორია:-„ოპოზიციის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქციაზე წამსვლელებზე ზეწოლა მიმდინარეობს სიმართლეს არ შეესაბამება“