უზნაძის ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან მაშველებმა მოქალაქის ამოყვანა მოახერხეს

დატბორილია ფიროსმანის,დოლიძის, აღმაშენებლის ქუჩის ნაწილი, მარჯანიშვილის მოედანი, უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისი და რამდენიმე ადგილი სანაპიროზე. ნიკოლაძის, წინამძღვრიშვილის,მინდელის, კოსტავას ქუჩები, ვაჟა–ფშაველა. ასევე ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია. წვიმის გამო ჩამოინგრა კაზინო “ევროპის” კედელი, სადაც ამ წუთებში მაშველები მუშაობენ. სამაშველო სამსახური მუშაობს ფილარმონიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში.

დატბორილია ფიროსმანის,დოლიძის, აღმაშენებლის ქუჩის ნაწილი, მარჯანიშვილის მოედანი, უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისი და რამდენიმე ადგილი სანაპიროზე. ნიკოლაძის, წინამძღვრიშვილის,მინდელის, კოსტავას ქუჩები, ვაჟა–ფშაველა. ასევე ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია. წვიმის გამო ჩამოინგრა კაზინო “ევროპის” კედელი, სადაც ამ წუთებში მაშველები მუშაობენ. სამაშველო სამსახური მუშაობს ფილარმონიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში.უზნაძის ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან მოქალაქის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა–ამის შესახებ “თაიმერს”საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ძლიერი წვიმის გამო თბილისში მოძრაობა პარალიზებულია. საცხოვრებელი სახლები და სარდაფები კი წყლით გაივსო.ცოტა ხნის წინ ყველაზე მძიმე მდგომარეობა უზნაძის ქუჩაზე იყო, სადაც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფი წყლით გაივსო. სარდაფში ერთი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლის ამოყვანა მაშვლებმა რამდენიმე წუთის წინ მოახერხეს.

banner
წინა სტატიაშიჟენევამდე ჩირიკბამ ე.წ. საქართველოს საზღვარი მოინახულა
შემდეგი სტატიათბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმის გამო გარეგანათება გაითიშა