29%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატო-ში გაწევრიანება დაეხმარება- NDI კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა.
NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად კითხვაზე „ჩამოთვლილთაგან, რომელი დაეხმარება ყველაზე მეტად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში” გამოკითხულთა 29% ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს, 16% – საქართველოს მიერ საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ხოლო 11% – ევროკავშირში გაწევრიანებას. გამოკითხულთა 14% შეკითხვას პასუხობს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ​წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ აშშ უზრუნველყოფს-NDI
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 84 პროცენტისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია – NDI