29-31 ოქტომბერს საქართველოში თოვლს ელოდებიან

29-31 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ითოვებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, თვის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონებში ცვალებადი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს. მაღალმთაში კი თოვლჭყაპია მოსალოდნელი, რომელიც შემდეგ თოვლში გადავა.

კერძოდ, 28 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით თოვლჭყაპი იქნება, 29ოქტომბრიდან კი თოვლჭყაპი თოვლში გადაიზრდება. კერძოდ, ითოვებს გუდაურში, ყაზბეგში.

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. 27 ოქტომბერს დაბლობში 12-17 გრადუსი იქნება, 28 ოქტომბერს _ 13-18 გრადუსი, 29 ოქტომბერს _ 13-18 გრადუსი; 30 ოქტომბერს კი 14-18 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 27 ოქტომბერს დღისით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი; 28 და 29 ოქტომბერს _ 11-16 გრადუსი; ხოლო თვის ბოლოსთვის 10-15 გრადუსი იქნება.
თბილისში 26-28 ოქტომბერს იწვიმებს და ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება.

banner
წინა სტატიაშიუმცირესობა საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრება- დავით ბაქრაძე მიზეზებს ასახელებს
შემდეგი სტატია“ესე თქვა გოგიმ? ღმერთმა ნუ ქნას-თქო ასე გადაეცით გოგის”