28 თებერვლიდან სირიის დუმა 42 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში მდებარე ქალაქი დუმა 28 თებერვლიდან 42 ათასმა ადამიანმა დატოვა – მტრულადგანწყობილი მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ხელმძღვანელმა იური ევრუშენკომ განაცხადა.
“28 თებერვლიდან დასახლებულ პუნქტ დუმადან 42 734 ადამიანი გავიდა. სულ, აღმოსავლეთ გუტაში ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყებიდან რუსული ცენტრის მონაწილეობით 166 644 ადამიანის გაყვანის ორგანიზება მოხერხდა” – თქვა ევტუშენკომ.
გენერალ-მაიორის თქმით, ახლა “სრულდება ექსტრემისტებისა და მათი ოჯახის წევრების დუმადან ჰუმანიტარული კორიდორით ელ-ვაფიდინაში გადაყვანა” – რუსული მედია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერა

შემდეგი სტატიაზახაროვა: რუსეთი სირიაში საკუთარ მოქალაქეებს დაიცავს