28 ათასი ლარი- დავით საგანელიძის ხელფასი და ოპოზიციის კრიტიკა

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით საგანელიძეს 28 ათასი ლარი ექნება ხელფასი, თუმცა თავად საგანელიძე ამბობს, რომ მისი ხელფასი ახალ თანამდებობაზე არა 28 არამედ 21 ათასი ლარი იქნება. ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებს სპეციალური დოკუმენტაცია წარუდგინა, რომლითაც ადასტურებს ოპოზიციის ვერსიას 28 ათასი ლარის ოდენობის ხელფასის შესახებ.

„მე განსხვავებით ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან არ მიყვარს ზეპირი გადაწყვეტილება. მე წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 336 ათას ლარს, რაც ძალიან მარტივია თუკი 12-ზე გავყოფთ გამოდის თვეში 28 ათასი ლარი. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი,“ – აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

banner
წინა სტატიაშივლადიმირ პუტინის განცხადება სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს