გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სავალუტო კრიზისის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა გამართული შეხვედრის დროს იმსჯელეს და გამოსვლის გზები განიხილეს.

პრეზიდენტმა და ფონდის წარმომადგენლებმა გამართული შეხვედრის დროს ასევე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქმიანობა საქართველოში და იმ ეკონომიკურ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეროვნული ბანკის საკითხიც. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იქნას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრას ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე: არ ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილისათვის ორმაგი მოქალაქეობის მისანიჭებლად მოტივირებული განცხადებაა საჭირო