26 მაისს წვევამდელთა ფიცს საქართველოს პრეზიდენტი ჩაიბარებს

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

13:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს.

16:00 საათზე კი, პრეზიდენტი ქუთაისში, მესამე ბრიგადაში, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს და სამხედრო ტექნიკას დაათვალიერებს.

banner
წინა სტატიაში„არ ვიცი რაზე საუბრობს უჩა ნანუაშვილი. თუ მოგვაწვდის კონკრეტულ ინფორმაციებს, გადავამოწმებთ“
შემდეგი სტატიახაშურის რაიონიდან ორი ადამიანი გაიტაცეს