26 მაისს სასწრაფო დახმარების მანქანები რუსთაველის გამზირზე იქნებიან მობილიზებულები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩასატარებელი ღონისძიებების დროს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე სასწრაფო დახმარების მანქანები განლაგდება.

კერძოდ, სასტუმრო რედისონის, პუშკინის სკვერის და ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიასთან მობილიზებული იქნებიან სამედიცინო ბრიგადები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებსა და ღონისძიებაში მონაწილე პირებს პირველად დახმარებას ადგილზე აღმოუჩენენ.

banner
წინა სტატიაში“ცვლილებები შესაძლოა საჭიროა, მაგრამ არა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვის ხარჯზე”, – მანანა კობახიძე
შემდეგი სტატიაპუტინის პარტიამ კალინინგრადში არჩევნები პირწმინდად წააგო