აფხაზური მხარე ცხდერების გადაცემას არ აპირებს

აფხაზურ მხარეს ამ დრომდე არ გადაუცია ჭირისუფლებისთვის 12 იანვარს  სპეცოპერაციის დროს გალის რაიონში მოკლული დათო აქუბარდიას, ლევან ხურცილავას და ნუკრი ხარგელიას ცხედრები.გავრცელებული ინფორმაციით აფხაზური მხარე ცხდერების გადაცემას არც აპირებს. ოჯახის წევრები გალის რაიონში იმკოფებოდნენ,თუმცა აფხაზურმა მხარემ ისინი უარით გაისტუმრა.

შეგახსენებ, რომ  “კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 12 იანვარს აფხაზეთის სამართალდამცავ ორგანოებს გალის რაიონის სოფელ ხიაცხას (ჭუბურხინჯი) მცხოვრებმა გელა გერგედავამ მიმართა. მან განაცხადა, რომ ის გატაცებული იყო და გაქცევა მოახერხა.

“მამაკაცს თავს დაესხნენ ნიღბიანი შეიარაღებული პირები. ისინი არ მალავდნენ, რომ გამოსასყიდი უნდოდათ. მათ გელა გერგედავა სოფელ რეპში, მიტოვებულ სახლში ჰყავდათ გამოკეტილი” – განუცხადეს “კავკაზსკი უზელს” გალის რაიონის პოლიციის დეპარტამენტში.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განცხადებით, გერგედავამ ღამით გაქცევა მოახერხა და ერთ-ერთი გამტაცებელი დანით მოკლა.

იმავე დღეს სოფელ რეპის ტერიტორიაზე, გამტაცებლების აყვანის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ორი სამართალდამცავი – რუსი მესაზღვრე და აფხაზეთის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი.

მოხდარზე გალის რაიონის პროკურატურაში საქმე აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 217-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) აღიძრა.

banner
წინა სტატიაში“მე ომს ავირჩევ”-მიხაილ ხადარკოვსკი
შემდეგი სტატიაპუგაჩოვას ფავორიტი რესტორანში სცემეს