video ტენდერის გარეშე 257 ხელშეკრულება გააფორმეს, რომელთა ჯამური ღირებულება 29 მილიონ ლარზე მეტია

meriaტენდერის გარეშე მილიონიანი ხელშეკრულებების დადება ჩვეული პრაქტიკაა თბილისის მერიაში. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის კვლევით ირკვევა, 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მაისამდე დედაქალაქის მერიამ 180 ხელშეკრულება გააფორმა ტენდერის გარეშე, რომელთა საერთო ღირებულებამ 12 282 002 ლარს შეადგინა. თბილისის განვითარების ფონდს კი იმავე პერიოდში ტენდერის გარეშე 77 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული – ჯამში 16 906 322 ლარი.

მხოლოდ თბილისის მერიამ და განვითარების ფონდმა 5 თვის განმავლობაში დედაქალაქის ბიუჯეტიდან ტენდერის გარეშე 257 ხელშეკრულება გააფორმეს, რომელთა ჯამური ღირებულება 29 მილიონ ლარზე მეტია.

“ამ ტემპით თუ გააგრძელებს დავით ნარმანია, 2015 წლის რეკორდს გააუმჯობესებს. საზოგადოებისთვის უფრო მარტივი გასაგები რომ იყოს, ამ ხნის განმავლობაში დავით ნარმანიამ რაც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულებები გააფორმა, წინა მთავრობების პირობებში არ მომხდარა 8-9 წლის განმავლობაშიც კი,“ – განაცხადა მონიტორინგის ცენტრ მედიატორის დამფუძნებელმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ედიატორის კვლევის თანახმად, მერიის ფავორიტ კომპანიებს შორის არიან – შპს დაგი, ინსი, პოლიედრი და ჯეო გრუპი.

როგორც განსხვავებულმა აქცენტებმა გამოიკვლია, უტენდეროდ ჩატარებული შესყიდვები არამარტო მერიის, არამედ მთელი ხელისუფლების ქმედების დამახასიათებელია. ამ ფაქტებს კი ორი საერთო ნიშანი აქვთ. პირველი, სახელმწიფო უწყებები მილიონობით ლარს გასცემენ კომპანიებზე, რომლებზეც ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე კვირით ან თვით ადრე არიან შექმნილები. მეორე, გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად მითითებულია სახელმწიფო შესყიდვების კანონის ერთი და იგივე მუხლის ერთი და იგივე ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება იდება მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით. თუმცა, ამის საჭიროების დასაბუთება არსად არ არსებობს.

https://youtu.be/LeJATV4eaOc

banner
წინა სტატიაშიvideo კორუფციის ნიშნები სახელმწიფო უწყებებში- ჯანდაცვის სამინისტრო
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დღეს განახლდება