სპენსერ ოლივერი: მოხარული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი წარმატებით უძღვება თავის საქმიანობას ქართველი ხალხისთვის

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობსსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულება “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების პროექტი.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას საქართველო და უკრაინასთან მიმართებაში. მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობაც განიხილეს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიაზეც იმსჯელეს, რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს, გიორგი მარგველაშვილმა საუბრისას სესიის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
“ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა. მე გიორგი მარგველაშვილს მის პრეზიდენტობამდეც შევხვდი, მოხარული ვარ, რომ ის წარმატებით უძღვება თავის საქმიანობას ქართველი ხალხისთვის.
მას ძალიან საინტერესო კარიერა ჰქონდა, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესოდ ახასიათებს მის კვალიფიკაციას ამ თანამდებობაზე. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე რეგიონში ყველასათვის კარგად ცნობილი პრობლემები და აღვნიშნეთ, რომ ყველა მონდომებულია იპოვოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს იყო კარგი და ძალიან დასაფასებელი შეხვედრა”, – განაცხადა სპენსერ ოლივერმა
შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიორგანიზაცია “აფხაზთა კრების” წარმომადგენლებმა დღეს პატიმარ მიკაილ კადიევის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
შემდეგი სტატიაპარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრის გიორგი კობახიძის ვაჟი ინიშნება?