25 წლის ქალის მკვლელობა – უდო-ს კომისიამ ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს გათავისუფლებაზე ექვსჯერ უთხრა უარი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 16, 2018 10:09

25 წლის ქალის მკვლელობა – უდო-ს კომისიამ ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს გათავისუფლებაზე ექვსჯერ უთხრა უარი

ცნობილი გახდა, რომ ე.წ. უდო-ს კომისიამ ვეფხია ბაქრაძეს გათავისუფლებაზე ექვსჯერ უთხრა უარი.
მიზეზად დანაშაულის ხასიათი და მომავალში მისი განმეორებით ჩადენის რისკი დასახელდა.
„ჩავთვალეთ, რომ არ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს რა კრიტერიუმებიც არის დადგენილი. დანაშაულის ხასიათი, ეს არის ის კრიტერიუმი, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საბჭო. ეს არის მისი წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ასევე დაწესებულებაში ქცევა. ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ვაფასებთ იმ საკითხს, რამდენად არსებობს რისკი, რომ განმეორებით იქნას ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ყველა ჯერზე საბჭომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება,“-განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ.
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას დღეს გააკეთებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიფინგზე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ისაუბრებს.
არსებული ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძე პრეზიდენტმა გასულ წელს შეიწყალა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 16, 2018 10:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,595
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics