25 წლის გოგოს ყელი სავარაუდოდ მამინაცვალმა გამოჭრა

ერთ-ერთი ვერსიით, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს ყელი მამინაცვალმა გამოჭრა. ამის შესახებ ინფორმაცის „რუსთავი 2“ ავრცელებს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოკლულის დედას და მის ყოფილ მეუღლეს სასამართლოში დავა ჰქონდათ, მამაკაცი ყოფილ ცოლთან შერიგებას ითხოვდა. მეზობლების ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას შვილის მოკვლით ადრეც დაემუქრა.

მოკლული 22 წლისაა და მას 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ცნობილია, ისინი დედის მკვლელობას შეესწრნენ.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ.

ბარნოვის ქუჩის 77 ნომერში ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. დაკითხვაზე იმყოფებიან მეზობლები.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება
შემდეგი სტატიაბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია