25 დღიანი მარშის დროს ოპოზიციის ლიდერს 500-მდე თურქი პოლიციელი იცავდა

თურქული მედიის ცნობით, ანკარაში დაწყებული ,,სამართლიანობის მარშის,, სტამბოლში ჩასვლამდე, 25 დღის განმავლობაში გავლილი მთელი 440 კილომეტრიანი გზის მანძილზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ოპოზიციის ლიდერს 500-მდე თურქი პოლიციელი და ჟანდარმერიის წარმომადგენელი იცავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური ,,სახალხო რესპუბლიკური პარტიის,, ლიდერმა ქემალ ჯილიჩდაროღლუმ, სტამბულის მიტინგის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საგანგებო მადლობა გადაუხადა თურქეთის პოლიციას და ჯანდარმერიას უსაფრთხოდ ჩატარებული მსვლელობის გამო. აღსანიშნავია, რომ თურქეთის პოლიციამ, ბოლო 25 დღის მანძილზე რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი გააუვნებელყო და დააკავა, რომლებიც პროვოკაციის მიზნით საპროტესტო აქციაზე თავდასხმას გეგმავდნენ. როგორც თურქული მედია აცხადებს, სტამბულის მალტეპეს მოედანზე ჩატარებულ მიტინგს, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას, 10.000-მდე თურქი პოლიციელი, ჟანდარმი და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იცავდა.

banner
წინა სტატიაშიერაყის პრემიერი: მოსული ISIS-სგან თავისუფალია
შემდეგი სტატიაშს მინისტრი ე.წ “ჩადებებთან” დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს