სტრასბურგის სასამართლომ 17 მაისის საქმეზე განაჩენი გამოიტანა

17_maisi_3ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფოს 32 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

საქმეში, რომლის საბოლოო განაჩენიც ევროსასამართლოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა, მოსარჩელე მხარე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ და მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო იყო.სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაზარალებულად 14 პირი და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცნო. თითოეულ მათგანს სახელმწიფომ 1500-დან 4000 ევრომდე უნდა გადაუხადოს. განაჩენის თანახმად, 14 პირს საერთო ჯამში, სახელმწიფომ 32 000 ევრო უნდა აუნაზღაუროს, ხოლო ორგანიზაცია „იდენტობის“ სასარგებლოდ, 1 500 ევრო უნდა გადაიხადოს. ანაზღაურება დაზარალებულებს განაჩენის გამოტანის დღიდან სამი თვის ვადაში, ევროპის ცენტრალური ბანკის საშუალებით უნდა გადაეცეთ.

ევროსასამართლოში ყველა განაცხადი 2012 წლის 3 და 5 ივლისის პერიოდში შევიდა, რომლითაც დაზარალებულები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იმ მოქალაქეების წინააღმდეგ ითხოვდნენ, რომლებიც მათ თავს დაესხნენ.

2012 წლის 17 მაისს, ლგბტ პირების და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ, რუსთაველის გამზირზე, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციას დაპირისპირება მოყვა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფმა მოქალაქეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლგბტ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაპირისპირების შედეგად, 25-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3429 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად იომებს უკრაინის წინააღმდეგ