23 სექტემბერს საქართველოში ინდოეთიდან დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს დროებით ჩამოაბრძანებენ

23 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოში ინდოეთიდან დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს დროებით ჩამოაბრძანებენ, – ამის შესახებ დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ქადაგების დაწყებამდე ინფორმაცია არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა.

”ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია და მას ღირსეულად უნდა შევეგებოთ”, – განაცხადა არქიდიაკონმა.

მისივე თქმით, თბილისის აეროპორტიდან სიწმინდეს მუზეუმში გადააბრძანებენ, 24 სექტემბერს, წირვის დროს კი სამების ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც წმინდა დედოფლის პარაკლისი შესრულდება. ხალხს ექნებათ საშუალება მიემთხვიონ სიწმინდეს. 25 სექტემბერს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს კახეთში ალავერდის ტაძარში გადაასვენებენ, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე, 26 სექტემბერს მლოცველებმა იქ სცენ თაყვანი, შემდეგ კი სიწმინდე საქართველოს სხვა ეპარქიებსაც მოილოცავს.

banner
წინა სტატიაშიქართველი მარიშა ურუშაძე “გუჩის” სახლის ექსკლუზიური მოდელი გახდა
შემდეგი სტატიაყოველ ხუთშაბათს, 12:00 საათზე სამების ტაძარში საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის ლოცვა ჩატარდება