23 მაისს ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს ეწვევა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტებთან, პარლამენტების თავმჯდომარეებთან, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

დღეს დელეგაცია აზერბაიჯანში ჩავა. ხვალ, 23 მაისს კი, ევროპარლამენტარები საქართველოს ეწვევიან და შეხვდებიან პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ხოლო 24 მაისს მცხეთაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გაემგზავრებიან.

25 მაისს, ევროპარლამენტის დელეგაცია ვიზიტს დაასრულებს სომხეთში.

დელეგაცია განიხილავს ევროკავშირსა და სომხეთს შორის ხელშეკრულებაზე ახლახან მიღწეულ შეთანხმებას, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებში წინგადადგმულ ნაბიჯებს და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან – გასარეკია ჯანდაცვის სამინისტროს უფროსობა
შემდეგი სტატიაზაზა ფაჩულიას ოჯახს კლუბ “სან ანტონიოს” გულშემატკივრები დაემუქრნენ