23 წლის პალესტინელმა მძღოლი და თვრამეტი მგზავრი დანით დაჭრა

ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში, სამგზავრო ავტობუსში მყოფმა 23 წლის პალესტინელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მძღოლი და თვრამეტი მგზავრი დანით დაჭრა. აქედან ხუთი მძიმედაა დაჭრილი. ავტობუსთან ახლოს შემთხვევით მყოფმა ისრაელის ერთერთი საპატიმროს თანამშრომელმა, თავდასხმელი ფეხში გასროლით გააუვნებელყო, ხოლო შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა. ისრაელმა მომხდარს უკვე მისცა ტერაქტის კვალიფიკაცია, ხოლო პალესტინურმა ,,ჰამაზმა,, მომხდარს, ისრაელის მიერ ღაზაში ჩადენილ მკვლელობებზე, ბუნებრივი რეაქცია უწოდა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დავით უსუფაშვილთან კონსულტაციებს მართავენ
შემდეგი სტატია„იური ვაზაგაშვილი მოიშორეს იმ ადამიანებმა, ვინც ელოდებოდა საფრთხეს მართლმსაჯულების მხრიდან“