,,23 ქუჩის რეაბილიტაციზე 9 მილიონი ლარი დაიხარჯა” -თბილისის მერი

news
: news მარტი 4, 2015 11:16 განახლებულია

,,23 ქუჩის რეაბილიტაციზე 9 მილიონი ლარი დაიხარჯა” -თბილისის მერი

თბილისის 23 ქუჩის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 9 მილიონი ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დასაწყისში დედაქალაქის მერმა განცხადებები გააკეთა, რომელთაგან ერთ-ერთი დაგეგმილ და შესრულებულ საგზაო სამუშაოებს ეხებოდა.
დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო პერიოდში ოპონენტების მხრიდან აჟიოტაჟია ატეხილი გზებზე სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. ნარმანიამ აღნიშნა, რომ 2014 წლიდან დაიწყო და 2015 წელში გაგრძელდა 23 ქუჩის საგზაო სამუშაოების რეაბილიტაცია, რომელთა ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარს შეადგენს.
მისივე განცხადებით, ამ სამუშაოების უმეტესობა უკვე დასრულებულია. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს 10 ქუჩაზე. ნარმანიამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ზამთრის შედეგად დაზიანებული ქუჩების აღდგენა, შესასრულებელია 22 000 კვ.მეტრის სამუშაო.
მისივე განცხადებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზეც აქტიურად გაგრძელდება.
სამუშაოებს კეთილმოწყობის სამსახური და მათი კომპეტენციის ფარგლებში რაიონის გამგეობები შეასრულებენ.
ამასთან, ნარმანიას თქმით, ტენდერებიდან მიღებული ეკონომიების შემთხვევაში, არსებული თანხები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ იქნება მიმართული.

news
: news მარტი 4, 2015 11:16 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics