22 აპრილს „თავისუფალი საქართველო“ პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავს

 

22 აპრილს „თავისუფალი საქართველო“ პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავს

22 აპრილს, ლენინის დაბადების დღეს, მისმა იდეურმა მემკვიდრემ – „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა კენჭისყრა საქართველოში საბჭოთა კონსტიტუციის აღდგენის შესახებ, რომლითაც უგულებელყოფილია დამოუკიდებლობის 26 წლის მანძილზე მოპოვებული ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი.
პროექტის მიხედვით: 1) უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და მას პარლამენტის და თვითმმართველობების 300 კაციანი, ერთპარტიული კრება „აირჩევს“; 2) 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების კუთვნილი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიემატება. ბოლო არჩევნებზე ასეთი იყო 20% ანუ თუ მომავალ არჩევნებზე მმართველი პარტია აიღებს ხმების 35%, ის მიიღებს მანდატების 55%, ხოლო თუ ოპოზიცია აიღებს ხმების 65%, ის მიიღებსმანდატების – 45%; 3) იკრძალება პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკების შექმნა, რათა ხელისუფლებამ არ დაუშვას პირველ ადგილზე ოპოზიციის გასვლა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლა, ყოველთვის საარჩევნო ბლოკების მეშვეობით ხდებოდა (1990, 2003, 2012).
ქართულ რეალობაში ეს ნიშნავს, ქვეყანაში ზოგადად არცევითი დემოკრატიის გაუქმებას და ქვეყნის არაფორმალური მმართველის – ბიძინა ივანიშვილისთვის პრეზიედენტის და პარლამენტის დანიშვნის უფლების მინიჭებას.
ზ/ა რეფორმა ბევრად უფრო ანტიდემოკრატიულია, ვიდრე ერდოღანის მიერ შემოთავაზებული კონსტიტუცია, რომელიც: 1) ხალხს უტოვებს პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობას; 2) კონსტიტუციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიანდეს ხალხს, რასაც საქართველოს მმართველი რეჟიმი კატეგორიულად გამორიცხავს. აღსანიშნავია, ისიც რომ თურქეთის კონსტიტუციას მხარი დაუჭირა ოპოზიციის ნაწილმა.
19-20 აპრილს საკონსტიტუციო კომისია დატოვა ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ და მას მხარს მხოლოდ 1 – მმართველი პარტია უჭერს. ამ წესით მიიღებოდა კონსტიტუციები საქართველოში საბჭოთა რეჟიმის არსებობის პირობებში, რაც შეეხება დამოუკიდებელი საქართველოს 1921 და1995 წლის კონსტიტუციებს -ორივე მათგანი ფართო პოლიტიკური კონსესუსით იქნა დამტკიცებული.
კონსტიტუციას უარყოფითად აფასებს ქვეყნის ყველა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტი. პროექტი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2014 წლის რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ.პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმებას უარყოფითად აფასებს მოსახლეობის 92% (IRI-ის გამოკითხვის მიხედვით).
პროექტის ძალაში შესვლამდე საბოლოო დასკვნა უნდა გააკეთოს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ, რის შემდეგაც ქვეყანაში მოსალოდნელია მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დაწყება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს წინა (სააკაშვილის რეჟიმის) მიერ შემოთავაზებული მსგავსი ცვლილებები უკვე გახდა ფართომასშტაბიანი პროტესტის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა.
მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს საჯაროდ დაგმონ ივანიშვილის მიერ საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობა !
საქართველოს მოქალაქეებს – პარტია „თავისუფალი საქართველო“ და „ვეტერანთა მოძრაობა“ მოგიწოდებთ, 22 აპრილს 13:30 თბილისში, პარლამენტის შენობასთან გავაპროტესტოთ ლენინური კონსტიტუციის აღდგენა.

banner
წინა სტატიაშიშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, ენისა და ლიტერატურის რიგით მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება
შემდეგი სტატიალევან შონია: “თანამდებობა ბებიის და ბაბუის დატოვებული არ არის”