22 წლის ახალგაზრდას ყელი გამოჭრეს – გარდაცვლილს დანით 18 ჭრილობააქვს მიყენებული

ზუგდიდში ლუკავების ოჯახი გაქურდეს

22 წლის ახალგაზრდას ყელი გამოჭრეს. შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში მოხდა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს სხეულზე 18-მდე ჭრილობა აღენიშნება.

დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული პირიც, რომელიც მოკლული ახალგაზრდის თანასოფლელია.

მვკლელობაში ბრალდებული პირიც და გარდაცვლილიც სოფელ კაბალოდან არიან.

არსებული ინფორმაციით შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც სოფელში აცხადებენ, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი სიტყვიერი შეკამათება გახდა. კამათის დროს კი ორივე მათგანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიუმცირესობა განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს
შემდეგი სტატიაბებომ სკოლა 103 წლის ასაკში დაამთავრა (ვიდეო)