შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1983 წელს დაბადებულ დიმიტრი თემურის ძე ბასილაძეს ეძებს.
უწყების ინფორმაციით, დიმიტრი ბასილაძე 2015 წლის 26 თებერვალს ქალაქ ქუთაისში სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა. დიმიტრი ბასილაძე ქუთაისში, ძოძუაშვილის ქუჩა N4/2-ში ცხოვრობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიებები. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ დიმიტრი ბასილაძის საძიებო მოქმედებებს.
“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, როგორც ეკიპაჟების, ასევე მეტროპოლიტენის პატრულის თანამშრომლებს, ყოველდღიურად მიეწოდებათ ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი, ყოველდღიურად მოწმდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული ინფორმაციები. სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გარე სათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება და გაშიფვრა”, – აცხადებენ შსს-ში.
დიმიტრი ბასილაძის აღწერილობაა: საშუალო აღნაგობის, ღია ფერის კანით, სიმაღლე – 170 სმ, ღია წაბლისფერი მოკლე თმით, თაფლისფერი თვალებით, მოკლე ცხვირი, მუქი ფერის წარბები, თხელი ტუჩები, რომლის ზედა ნაწილში აღენიშნება მცირე ზომის ხალი. ტანთ ეცვა: ლურჯი ფერის ქურთუკი, ნაცრისფერი, ნაქსოვი სვიტერი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ტყავის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
სამართალდამცავები მოუწოდებენ მოქალაქეებს, თუ ვინმეს გააჩნია ინფორმაცია დაკარგული დიმიტრი ბასილაძის შესახებ, დარეკონ ნომრებზე: 577 58-69-99 0 (431) 29-60-60.

banner
წინა სტატიაშიყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მცხოვრები ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: თითოეული წუთი უნდა დავუთმოთ ჩვენი ჯარის და სამშობლოს განვითარებას