213-ე საბავშო ბაღში სამართალდამცავები მუშაობენ

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, N 213 საბავშვო ბაღში საპატრულო პოლიცია მუშაობს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ბაღში ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა შვილს იარაღი მისცა და მოუწოდებდა, რომელი ბავშვიც არ მოსწონდა, მისთვის ესროლა. სავარაუდოდ, პოლიციის მუშაობა სწორედ აღნიშნულ შემთხვევას უკავშირდება.
როგორც   ერთ-ერთმა მშობელმა, სალომე კაკაჩიამ აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში მამა ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, მან ცეცხლსასროლი იარაღი შვილს მისცა და უთხრა, რომ ვინც აბრაზებდა, ესროლა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აღნიშნულ ინციდენტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

წყარო: WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაში,,ის ვინც ქონების მთავარი ჩამომრთმეველი იყო, აგერ გვიზის მთავარი პროკურორობის კანდიდატად”
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით 213-ე ბაღში მშობელმა ბავშვს იარაღი გადასცა