ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში, მედიით გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში, მედიით გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“ვნახე მასალა ნასვამი პატრულის შესახებ და მოვიკითხე ეს შემთხვევა , როგორც ყველასთვის ცნობილია ყველა ასეთი ფაქტის შესახებ ვინტერესდები, გამოვარკვიე შემდეგი: შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საბა წიწიკაშვილის მიმართვისთანვე, დაუყოვნებლივ მოახდინა, მითითებულ ფაქტზე რეაგირება, შეამოწმა პატრულ-ინსპექტორი ჯაბა ხუციშვილი – მას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდგინდა. არსებობს ამის დამადასტურებელი ალკოტესტის ქვითრებიც. (ქვითრებსაც ვტივრთავ და შეგიძლიათ ნახოთ) მოქალაქეს ასეთი შემთხვევის დროს პირველ რიგში გენერალური ინსპექციისთვის უნდა მიემართა და არა ალკოტესტის ჩატარება მოეთხოვა პატრულისთვის.

რაც შეეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის საქციელს, მას არ ჰქონდა უფლება მისი უშუალო ზემდგომის ან გენერალური ინსპექციის გარეშე მოეხდინა თვითშემოწმება ალკოტესტით და ის იქცეოდა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. აღნიშნულ შემთხვევის დროს, ჟურნალისტი არაკორექტულად მოექეცა პატრულ-ინსპექტორს და უტყუარი მტკიცებულებების არსებობის გარეშე დასდო ბრალი. ასევე არ შეიძლება, რომ მოქალაქემ საკუთარი ეჭვების საფუძველზე ხელი შეუშალოს სამართალდამცველს მისი მოვალეობის შესრულებაში. ასეთი ეჭვების არსებობის შემთხვევაში არსებობს სამართლებრივი რეაგირების მკაფიო პროცედურები. არავის არ აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში. ხოლო გავრცელებულ ვიდეომასალაში აშკარად ჩანს, რომ პატრულ-ინსპექტორს არ აღენიშნება არანაირი ნიშნები ალკოჰოლური თრობის, პირიქით იყო ზრდილობიანი, კორექტული და მოქმედებდა კანონის და ეთიკის ფარგლებში. რაც შეეხება, გავრცელებულ სტოპ კადრებს ისინი არ ასახავს რეალურ სიტუაციას, რადგანაც ცნობილია, რომ სტოპ კადრების საშუალებით შეუძლებელია ადამიანის რეალური სახის და მდგომარეობის ჩვენება.

შინაგან საქმეთა სამინiსტროს გენერალური ინსპექცია დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას და ხელს არავის აფარებს, და ამის დამადასტურებელი ინფორმაციები შეგიძლიათ ჩვენს საიტზე იხილოთ, გენერალურმა ინსპექციის დასკვის საფუძველზე სამინისტრომ მხოლოდ ამ წელს 10-მდე თანამშრომელი დაითხოვა, ხოლო ერთი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. არავის აქვს უფლება დაუსაბუთებალდ შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ასეთ დროს ჩვენი თანამშრომლის უფლებებს! საბა გთხოვთ კანონებს კარგად გაეცნოთ და ისე მოამზადოთ „სკანდალური“ რეპორტაჟები”,- წერს ნინო გიორგობიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში, მედიით გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.     "ვნახე მასალა ნასვამი პატრულის შესახებ და მოვიკითხე ეს შემთხვევა , როგორც ყველასთვის ცნობილია ყველა ასეთი ფაქტის შესახებ ვინტერესდები, გამოვარკვიე შემდეგი: შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საბა წიწიკაშვილის მიმართვისთანვე, დაუყოვნებლივ მოახდინა, მითითებულ ფაქტზე რეაგირება, შეამოწმა პატრულ-ინსპექტორი ჯაბა ხუციშვილი - მას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდგინდა. არსებობს ამის დამადასტურებელი ალკოტესტის ქვითრებიც. (ქვითრებსაც ვტივრთავ და შეგიძლიათ ნახოთ) მოქალაქეს ასეთი შემთხვევის დროს პირველ რიგში გენერალური ინსპექციისთვის უნდა მიემართა და არა ალკოტესტის ჩატარება მოეთხოვა პატრულისთვის.    რაც შეეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის საქციელს, მას არ ჰქონდა უფლება მისი უშუალო ზემდგომის ან გენერალური ინსპექციის გარეშე მოეხდინა თვითშემოწმება ალკოტესტით და ის იქცეოდა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. აღნიშნულ შემთხვევის დროს, ჟურნალისტი არაკორექტულად მოექეცა პატრულ-ინსპექტორს და უტყუარი მტკიცებულებების არსებობის გარეშე დასდო ბრალი. ასევე არ შეიძლება, რომ მოქალაქემ საკუთარი ეჭვების საფუძველზე ხელი შეუშალოს სამართალდამცველს მისი მოვალეობის შესრულებაში. ასეთი ეჭვების არსებობის შემთხვევაში არსებობს სამართლებრივი რეაგირების მკაფიო პროცედურები. არავის არ აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში. ხოლო გავრცელებულ ვიდეომასალაში აშკარად ჩანს, რომ პატრულ-ინსპექტორს არ აღენიშნება არანაირი ნიშნები ალკოჰოლური თრობის, პირიქით იყო ზრდილობიანი, კორექტული და მოქმედებდა კანონის და ეთიკის ფარგლებში. რაც შეეხება, გავრცელებულ სტოპ კადრებს ისინი არ ასახავს რეალურ სიტუაციას, რადგანაც ცნობილია, რომ სტოპ კადრების საშუალებით შეუძლებელია ადამიანის რეალური სახის და მდგომარეობის ჩვენება.    შინაგან საქმეთა სამინiსტროს გენერალური ინსპექცია დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას და ხელს არავის აფარებს, და ამის დამადასტურებელი ინფორმაციები შეგიძლიათ ჩვენს საიტზე იხილოთ, გენერალურმა ინსპექციის დასკვის საფუძველზე სამინისტრომ მხოლოდ ამ წელს 10-მდე თანამშრომელი დაითხოვა, ხოლო ერთი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. არავის აქვს უფლება დაუსაბუთებალდ შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ასეთ დროს ჩვენი თანამშრომლის უფლებებს! საბა გთხოვთ კანონებს კარგად გაეცნოთ და ისე მოამზადოთ „სკანდალური“ რეპორტაჟები",- წერს ნინო გიორგობიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშილარის კურსი კიდევ დაეცა
შემდეგი სტატია„მანდარინები“ ოსკარისთვის იბრძოლებს