21 დეკემბრიდან ვარდების რევოლუციის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება

თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, 21 დეკემბერს ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს 00:00 საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება.

ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“საკრებულოს შემოთავაზებები დიდწილად გათვალისწინებულია”- დავით ნარმანია თბილისის ბიუჯეტზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგლდანის რაიონის გამგეობამ 2015 წელს სოციალური დახმარებისთვის 1 344 960 ლარი გამოყო