21-23 აპრილს, რიკოთის გვირაბში 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ელექტრო-მექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 21, 22 და 23 აპრილს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღე–ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე. კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე: რიგის სამიტზე პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება
შემდეგი სტატიანუცუბიძის ქუჩაზე “ლიბერთი ბანკის” შენობა გაძარცვეს