2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის – კაკაურიძე

2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის- ეს განცხადება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გააკეთა. კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს მდგომარეობით ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ ამოცანას მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა წარმოადგენს, რაც შექმნის რესურსს სოციალური ხარჯების გასაზრდელად.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ამას ემსახურება როგორც 2018 წლის ბიუჯეტი, ასევე ზოგადად ის ფისკალური ჩარჩო, რომელიც გასული წლის ბოლოს იქნა პარლამენტში წარდგენილი და მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ.
2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის, ჩვენ სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ უნდა ვუზრუნველყოთ ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის შემდეგ ჩვენ გვექნება რესურსი იმისთვის, რომ სოციალური ხარჯები დამატებით გაიზარდოს,“-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტს განხილვას იწყებს. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი წარადგენს. დიმიტრი ქუმსიშვილი დეპუტატებს უკვე გადამუშავებულ ვარიანტს გააცნობს. ბიუჯეტის პროექტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა და თანხა ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშიდაკავებისას გარდაცვლილი პავლიაშვილის საქმე – ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველი დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიაეს ბიუჯეტი იმეორებს იმ შეცდომებს, რაც იყო ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წყარო – გოცირიძე