2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას ‎105 325 000 აშშ დოლარამდე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მადლობას უხდის აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრემიერი ავრცელებს.

პრემიერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს მოაწერა ხელი ბიუჯეტის კანონს, სადაც გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.

„ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტის კანონში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას, რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა. ამასთან 2018 წლის ბიუჯეტში აშშ ზრდის საქართველოსადმი მხარდაჭერას ‎105 325 000 აშშ დოლარამდე.

კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს მოაწერა ხელი.

ეს არის როგორც აშშ-ის კონგრესის, ისე ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და შემდგომში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობის მკაფიო დასტური.

მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებული კიდევ ერთი მტკიცე მხარდაჭერისათვის“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო „ლეო გრანდის“ ხანძრის ფაქტზე, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატია Cambridge Analytica-ს ოფისში facebook-ის საქმეზე ჩხრეკა ტარდება