2017 წლის იანვარში მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შედის

4 პუნქტიანი გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის ისეთ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანას დააყენებს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განახლებული მთავრობისპირველ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით, მთავრობამ უკვე მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შევა ძალაში.

„ეს რეფორმა კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციებისკენ და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. მხოლოდ მოგების გადასახადის გაუქმებით, წელიწადში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი რჩება ბიზნესში რეინვესტირებისთვის და 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 2017 წლის დონით რომ ვიმსჯელოთ, მინიმუმ 2 მილიარდი დამატებითი რეინვესტირების შედეგად შეიქმნება მინიმუმ 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი“,- აღნიშნა პრემიერმა.

მისვე თქმით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, მომდევნო წლებში ვითარების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, შესაბამისად რეგიონში რჩება საკმაოდ დაბალი ზრდის დინამიკა.

„2014 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპები. რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, მომდევნო წლებში ვითარების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, შესაბამისად რეგიონში რჩება საკმაოდ დაბალი ზრდის დინამიკა. გამომდინარე აქედან რადიკალური ცვლილებების გარეშე შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაშიც იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, რაც აუცილებელია ადამიანების დასაქმებისათვის და მათი შემოსავლების ზრდისათვის. ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით, ჩვენ უკვე მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და 2017 წლის იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა შევა ძალაში”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება
შემდეგი სტატია1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება