2017 წლის “ევროვიზიის” სიმღერის კონკურსზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს

თაკო გაჩეჩილაძე “ევროვიზიის” ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია, საკუთარი სიმღერით – Keep the Faith. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის “ევროვიზიის” სიმღერის კონკურსზე, კიევში.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში – 122 ქულა მოიპოვა.

“ევროვიზიის” ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.

საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყო.

საქართველო ევროფესტივალზე კონკურსანტს წელს მეათედ წარადგენს. “ევროვიზიის”იმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირიქით, აძლიერებს ამ ეკონომიკურ კრიზისს – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიაიტალიაში სასკოლო ავტობუსის ავარიას 16 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა