2017 წლიდან სიგარეტი ძვირდება

Marlboro – 9 ლარი PARLIAMENT – 11.20 ლარი, თამბაქოს ფასმა მოიმატა

2017 წლიდან სიგარეტი გაძვირდება. ინფორმაციას ამის შესახებ “რეზონანსი” ავრცელებს. მთავრობის გეგმის მიხედვით, ყოველ წელს ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 40 თეთრით უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, თამბაქოს პროდუქტი, 40-50 თეთრით გაძვირდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე იაფი სიგარეტის (სტანდარტული კოლოფის) ფასიც კი 2,5 ლარს გადააჭარბებს. გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან იმპორტიორები, რომლებიც მთავრობას საკუთარ გეგმას სთავაზობენ. ისინი უფრო ნაკლები განაკვეთის დაწესებას მოითხოვენ.
გადასახადის ზრდას ითვალისწინებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც აქციზიდან შემოსავალი 1.085 მლრდ ლარს უტოლდება. 2016 წლის გეგმის მიხედვით, აქციზიდან შემოსული თანხა 1.012 მლრდ ლარია,
ბიუჯეტი, აქციზის გადასახადის დამატებით 73 მლნ ლარს მიიღებს. მატება, ძირითადად, თამბაქოს პროდუქციაზე დამატებითი გადასახადის ხარჯზე მოხდება.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, როგორც “რეზონანსს” სამინისტრომ განუცხადა, ამ დროისათვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა: “გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე. მას შემდეგ, რაც უკვე შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი, მთავრობა წარადგენს 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს და პარლამენტის წევრებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე. გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან”, – აცხადებენ სამინისტროში.

 

წყარო: “რეზონანსი”

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ახლა თავს ვგრძნობ, როგორც 2001 წელს, როდესაც შევარდნაძის მთავრობიდან წავედი
შემდეგი სტატიაავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისას არც ერთი ქართველი სამხედრო არ დაშავებულა