2017 წელს ნავთობი 7-10 დოლარით გაძვირდება…?

14555717_649618665198324_1903241218_nსაერთაშორიშო საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის დასკვნით, ნავთობი მომავალი წლიდან გაძვირებას იწყებს.

Goldman Sachs-ის მონაცემებით, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირებაზე OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანება) გადაწყვეტილებას ეყრდნობა, ,,შავი ოქროს,, ფასი 2017 წელს 7-10 დოლარით გაიზრდება და ბარელზე 53 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.
OPEC-ის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან მსოფლიოში ნავთობის მოპოვება დღეში 480.000-დან 980.000 ბარელამდე უნდა შემცირდეს… თუმცა ამასთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გაუხმოვანებია მსოფლიოში ნავთობის უდიდეს ექსპორტიორს საუდის არაბეთს, რაც გარკვეული კითხვის ნიშნების საფუძველი ხდება.

banner
წინა სტატიაშიბოდიში მოვიხადო რაზე?
შემდეგი სტატიაისრაელი თურქეთს 20 მილიონიან კომპანსაციას გადაუხდის