2017 წელინაძალადევში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, ზვარეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზისსავალ ნაწილზე, 2 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

გზის რეაბილიტაციის პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 300 მ სიგრძეზე წყალსადენის ცენტრალური ქსელი შეცვალა, შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე, გამგეობის დაფინანსებით, ზვარეთის ქუჩის მეორე მხარეს გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი საარჩევნო სიებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღწერის შედეგებში სხვაობას კიდევ ერთხელ განმარტავს
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, ხალხი მივა დავით ნარმანიასთან