2017 წელი არ იქნება კარგი, თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვიჯერებენ ჩვენ – გოცირიძე პრემიერის განცხადებაზე

gociridze

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ “2017 წელი იქნება ძალიან მაგარი”, “ენმ”-ს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო საოცნებო წელიწადი ყველაზე უარესი გამოდგა, რისი დასტურიც ლარია.

„ყოველთვის, პრემიერის ასეთ განცხადებას, ახლდა ხოლმე უარესი წელიწადი. სამწუხაროდ, ბოლო საოცნებო წელიწადი გამოდგა ყველაზე უარესი და ამის დასტურია ლარი. ამიტომ თუ გადავხედავთ მომავალი წლის ბიუჯეტს, იმ ეკონომიკურ პოლიტიკას და ცვლილებებს, რასაც მთავრობა აპირებს, 2017 წელი არ იქნება კარგი, თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვიჯერებენ ჩვენ და არ განახორციელებენ იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ხელისუფლებას,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩაქუჩი მომხვდა თავში… ლიფტებს ანგრევს, – დაპირისპირება ბერი ნიკოლოზის მრევლსა და მოსახლეობას შორის
შემდეგი სტატიახოშტარია: საგარეო პოლიტიკური რეზოლუცია სერიოზულად უნდა შემუშავდეს