2017-ში „თაიმერს“ 4 მილიონ 645 ათას 974 ათასი ვიზიტორი ჰყავდა

წავიდა და გაიხურა კარი… ჩაბარდა ისტორიას და გავიდა მარილზე… როგორი უგემურიც იყო ისე მოიქნია კუდი – სიცოცხლით სავსე ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა, დღეს, 31 დეკემბერს, უწყლობაზე „მოთქვამს“. დევმა, რომელსაც ჯი-ვი-პი და „საქართველოს ბანკი“ (კარგა ხნის წინ წყალი ბანკმა იყიდა) ჰქვია, „კრანი“ გადაკეტა და წინასაახალწლოდ დიასახლისები „ქუხნის“ ნაცვლად „ბუტკაში“ დასვა. ბაზარს „ცეცხლი წაეკიდა“, ლილოში გაძვირდა „ილიჩის ლამპუჩკები“, ამიტომ აივნებს ისევ მიშას დროინდელი „ვენოკები“ (მკვდარი ყვავილები) ამშვენებს, დოლარი „გაქცეულია“, პრემია-დანამატები შერჩევით დარიგებული…
ესეც მეექვსე საუკეთესო…
მეექვსე საუკეთესო, ჩვენთვისაც, „თაიმერისთვის“, ისეთივე იყო, როგორიც თქვენთვის. ჩვენც თქვენთან ერთად გვილხინდა და თქვენთან ერთად გვიჭირდა. 2017 წელს, ჩვენ თქვენთან ვიყავით და თქვენ, ჩვენი საიტის 4 მილიონ 645 ათას 974 ათასი ვიზიტორი (დიახ, სრულიად საქართველო!) იყავით ჩვენთან, კითხულობდით ჩვენს მიერ მომზადებულ ინფორმაციებსა და სტატიებს, გვენდობოდით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე!
„თაიმერი“ გთავაზობთ 2017 წლის საიტზე გამნოქვეყნებულ სტატიების ათეულს:

ყურადღება, ლაპარაკობს შავი ბერი-როგორ გაიყიდა დავით გარეჯი?!

 

,,საშინელი სიმართლე პუტინის რუსეთზე,, კანჩალოვსკის სკანდალური ვიდეო

 

ელისო კილაძე: „გასაგებია, რომ ვოლსკი მფარველობს, მაგრამ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს!“

ექსკლუზივი: მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს

მოლდოვამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დელეგაციები ქვეყნიდან გააძევა

მესტიაში საკრებულოს დეპუტატი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

 

კახა მიქაია: რაც ,,ოცნებას,, სჭირს – ეს ,,გაბანძებაა,,

 

ყატარის შეიხა მოზამ საქართველოში კანონი დაარღვია

 

 

“თაიმერის” ექსკლუზივი–06.10.1992 გაგრის ბატალიონი და დღემდე უცნობი დოკუმენტაცია

 

ექსკლუზივი-ზესტაფონის რაიონის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის ბინა გაქურდეს

 

(video) ექსკლუზივი:გახდება თუ არა სოფელი მუჟავა მსოფლიო მნიშვნელობის ადგილი

 

მოდის ახალი წელი, ბედნიერება, ჯანის სიმრთელე და წარმატება მოეტანოს ახალ წელს თქვენთვის და ჩვენთვის. 2018-შიც ობიექტურები და ოპერატიულები ვიქნებით…
გილოცავთ, მრავალჟამიერ!

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარს ესტუმრა