შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ დროისათვის 40 – ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
“დარეგისტრირდა ბევრი, 40 000–მდე. დილის მონაცემებით, 39 500–ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. თუმცა დღეს ექვს საათამდე ჯერ დრო კიდევ არის და ველოდებით, რომ 40 ათასს გადააჭარბებს. სხვა წლებთან შედარებით აბიტურიენტების რაოდენობა ნამდვილად არ არის შემცირებული. როგორც გახსოვთ, შარშანაც დაახლოებით ამავე რაოდენობის აბიტურიენტები გვყავდა. თუ საღამომდე ასეთი ტემპით გაგრძელდა რეგისტრაცია, წელსაც 40 ათასს გადავაჭარბებთ”,– განაცხადა მიმინოშვილმა.