2016 წლის არჩევნები ღირსეულად ჩავატაროთ

bidzina-ivanishvili2ქვეყნის სწორი განვითარებისთვის გვჭირდება, რომ 2016 წლის არჩევნები ღირსეულად ჩავატაროთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ორი არჩევნები ღირსეულად და მაღალი სტანდარტებით ჩატარდა.

„არავის აზრად არ ჰოქნია მოსახლეობის ხმების მოპარვა. მოსახლეობის ხმების მოპარვა დიდი სირცხვილი იყო ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეთვე ღირსეული იქნება მომავალი არჩევნები, ასეთი მიზანი აქვს კვირიკაშვილსაც. ალბათ ანეკდოტური იქნება, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ კვირიკაშვილი ხალხის ხმებს მოიპარავს, კორუფციაში ჩეფლობა და ვინმეს ჯიბეში ჩაუძვრეს. აი, ასეთი მთავრობა გვყავს დღეს და არჩევნებიც სწორედ იმაზე კარგი უნდა ჩავატაროთ, რაც იყო წინა არჩევნები, რომ სალაპარაკო არ გახდეს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მოხერხდა ის, რომ დღეს საქართველოს ყავს საზოგადოების მომსახურე ხელისუფლება.

„ნებისმიერი ქვეყანა მსოფლიოში ინატრებდა მსგავს ხელისუფლებას, ნებსმიერი ქვეყანა მსოფლიოში ინატრებდა ასეთ ეკონომიკურ გუნდს და ნებისმიერ ქვეყანა იოცნებებდა კვირკაშვილის მსგავს პრემიერ-მინისტრზე, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, ამას ყველაფერს უნდა გაფრთხილება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სანიმუშოდ.

„საზოგადოების დიდმა ნაწილმა უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს როგორი ქვეყანა გვინდა. მიუხედავად წარსულისა დღეს უნდა მოვახერხოთ მთელი ერის კონსოლიდაცია, რაღაც ფასეულობებზე, იმაზე, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველაფრის სათავეში და იმაზე, რომ ეკონომიკა უნდა იყოს კონკურენტუნარიანი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” მიმდინარეობს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” და პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციაში საქართველოს მთავრობის წევრებიც მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიმზის ელემენტებზე მყოფმა თვითმფრინავმა Solar Impulse 2-მა ატლანტიკის გადალახვა დაიწყო
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი:დიდი ბოდიში, მაგრამ მატარებელი უკვე ჩავლილია