ცეესკო:2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემებისაქართველოს პარლამენტის არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

პარლამენტის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა:

 

„8 ივნისიდან ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია და ამოქმედდა საარჩევნო კანონმდებლობის ის მუხლები, რომლებიც განმარტავენ საარჩევნო კამპანიის წარმოების წესებს და რეგულაციებს,“ აღნიშნა ანა მიქელაძემ. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, – დღეიდან პარტიას, რომელსაც პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლია განცხადებით მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს არა უგვიანეს 12 აგვისტოსი. ხოლო,  პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩევნების თარიღის დანიშვნამდეც  მიემართათ ცესკოს თავმჯდომარისთვის. მათთვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა 1 აგვისტოა. ასევე, დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილოების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს  აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საოლქო  საარჩევნო კომისიას.

 

მოცემული დროისთვის, ცესკოს თავმჯდომარეს რესგისტრაციის მიზნით უკვე მიმართა 28-მა პოლიტიკურმა პარტიამ, მათგან 5-მა კი უკვე გაიარა  რეგისტრაცია.

 

1 მაისის მდგომარეობით ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულია 3 473 316 ამომრჩეველი.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების  ორგანიზებას  ამ ეტაპზე შექმნილ 3 634  საარჩევნო უბანზე.

დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის არჩევნებისთვის დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი; ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

  1. დამტკიცდა ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია;

 

  1. დადგინდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.
  2. გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსები.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ განახორციელოს საქმიანობები საქართველოს კანონმდებლობისა და აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საარჩევნო ადმინისტრაცია წარმატებას უსურვებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს!

 

banner
წინა სტატიაშიდონეცკი სავჩენკოს აფრთხილებს, რომ მასზე თავდასხმა იგეგმება
შემდეგი სტატიაჩეხეთის პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა სომხების გენოციდის საკითხი შეისწავლონ