2016 წელს ისრაელისგან თავშესაფარი 3 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა

17 აპრილიდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება.

ცვლილებების მიხედვით, თავშესაფრის მოთხოვნის განხილვის ვადები მცირდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უარის მიღებისთანავე ქვეყნიდან გააძევებენ (მოქმედი კანონით, ისრაელში 3 წლის განმავლბაში რჩებოდა).

ისრაელში მყოფი ქართველი არალეგალების საკითხზე 10 მაისს საქართველოს და ისრაელის საკონსულოების ერთობლივი კომისია შეიკრიბება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ისრაელისგან თავშესაფარი 3 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა.

საქართველოში ისრაელის ელჩის განმარტებით, გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

banner
წინა სტატიაშიგაუგებარია, საიდან გავრცელდა ჭორები, თითქოს პრეზიდენტი გვაქეზებს საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისკენ – ბენიძე
შემდეგი სტატია“საპარლამენტო არჩევნები უნდა ტარდებოდეს პროპორციული სისტემით, თუმცა არა ისე, როგორც ოცნება გვთავაზობს”- აბესაძე