2016 წელს გერმანაიში 906 ადამიანით მოვაჭრე დააკავეს

2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ადამიანების კონტრაბანდის ბრალდებით, გერმანიის სამართალდამცველებმა 906 ადამიანი დააკავეს – კვირას ყოველკვირეულმა Welt am Sonntag-მა შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა. 2015 წელს, იმავე ბრალდებით, 3400 ადამიანი იყო დაკავებული.
გერმანიის შსს თვლის, რომ შემთხვევების ნაკლები რაოდენობა “ბალკანეთის მარშრუტის” დახურვამ გამოიწვია, საიდანაც ლტოლვილები გერმანაიში აპირებდნენ მოხვედრას.

ადამიანების კონტრაბანდაში ეჭვმიტანილებიდან ყველაზე მეტი სირიის მოქალაქეა – 76 პირი, შემდეგ მოდიან პოლონეთის მოქალაქეები 70 ადამიანი, ასევე, გერმანიისა და ერაყის მოქალაქეები. მეხუთე ადგილზე არიან რუსები – სულ 56 ეჭვმიტანილი.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა კიბერშეტევებში რუსების კვალი აღიარა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი კიბერშეტევებზე ბრძოლას გააძლიერებს