2016 წელი ერთი წამით გაგრძელდება

მსოფლიოში კოორდინირებული დროით (UTC) 2016 წლის 31 დეკემბერს ერთი წამის დამატება მოხდება. გრინვიჩით, 2016 წლის 31 დეკემბერს 1 იანვარი დადგება არა 23:59:59 საათზე (00.00.00), არამედ, 23:59:60 საათზე – Quartz-ი ავრცელებს.
ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დედამიწის მოძრაობის საერთაშორისო სამსახურმა (International Earth Rotation and Reference Systems Service, IERS), რომელიც პარიზში მდებარეობს. დამატება მოხდება იმის გამო, რომ UTC არ განსხვავდებოდეს UT1-სგან (საშუალო მზის დრო) 0,9 წამზე მეტად.

ერთი წამის დამატება 1972 წლიდან რეგულარულად ხდება – წერს Quartz-ი.

banner
წინა სტატიაშიამერიკის სასამართლომ პოლიციელებს უფლება მისცა ძაღლებს ესროლონ
შემდეგი სტატიათბილისში, თამარ მეფის გამზირზე ძლიერი ხანძარია