2015 წლის 1 მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება

ყაზტრანსგაზ-თბილისის

ყაზტრანსგაზ-თბილისის2015 წლის 1 მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა სარიამ განაცხადა.
“გამომდინარე იქედან, რომ გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ვყიდულობთ და ვყიდით ლარში, იძულებული გავხდით, კურსის ცვლილების გამო, გავეზარდა ტარიფი 15 თეთრით, ოღონდ მხოლოდ იურიდიული პირებისთვის”, – განაცხადა ეკა სარიამ.
მისივე ინფორმაციით, დღეისთვის 1 კუბური მეტრი გაზის ტარიფი 75 თეთრს შეადგენს და 1 მარტიდან 90 თეთრი გახდება.
“ცვლილება ძალაში შედის 1 მარტიდან. უბრალოდ, ჩვენ შესაბამისი შეტყობინებები დავუგზავნეთ ყველა იურიდიულ პირს ერთი თვით ადრე”, – განაცხადა ეკა სარიამ.

banner
წინა სტატიაშიგერმანია უკრაინის იარაღით მოამარაგებაზე უარს ამბობ
შემდეგი სტატიამარტვილელებო „გილოცავთ“ თქვენ რქები დაგადგეს!!!–ზურაბ ბიგვავა