2013 წლის 10 აპრილი–ბიძინა ივანიშვილი მესამე პოლიტიკურ ძალად ზურაბიშვილს, ბურჯანაძეს და ინაშვილს მოიაზრებს

 2013 წლის 10 აპრილი–  ბიძინა ივანიშვილი მესამე პოლიტიკურ ძალად სალომე ზურაბიშვილს, ნინო ბურჯანაძეს და ირმა ინაშვილს მოიაზრებს.

ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 10 აპრილს ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან და ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“რაც შეეხება მესამე ძალას, ჩემი დიდი სურვილია, რომ მესამე პოლიტიკური ძალა გაჩნდეს. არსებობენ პარტიები, რომლებსაც ვხვდები და არ ვმალავ.

“მე მქონდა ამაზე საუბარი სალომე ზურაბიშვილთან და ირმა ინაშვილთან. მე მათ ვუთხარი, რომ აქვთ პარტია და უნდა განავითარონ და უნდა გააქტიურდნენ. ნინო ბურჯანაძესაც შევუთვალე, რომ კარგი იქნებოდა თუ გააქტიურდებოდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს ახალი პარტიების გაცოცხლება თუ გაღვიძება. არ არის ჩემი სურვილი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” განადგურდეს”– ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის 10 აპრილს ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან და ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა

2013 წლის 10 აპრილი თბილისი1

 

banner
წინა სტატიაში2006 წლის 28 იანვარს 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლეს!!!
შემდეგი სტატიაწმინდა ნინოს სახელობის ტაძარში პატრიარქი ლიტურგიას აღავლენს